``ანოას კრემის``

შექმნის მოკლე ისტორია

მოგესალმებით მე ანანო ვარ და მინდა ამ ჯადოსნური კრემის შექმნის ისტორია გიამბოთ. მე ჯერ დაბადებულიც კი არ ვიყავი, როცა ამ კრემს ბებო ამზადებდა და თავის გარემოცვაში ავრცელებდა. როცა წამოვიზარდე და ბებოს საქმიანობის შესახებ გავიგე, სიმართლე გითხრათ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი კრემის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ უკლებლივ ყველა მომხმარებელი ძალიან ემადლიერებოდა ბებოს.

დაახლოებით 4 წლის წინ (2015 წელს) მეც შემექმნა კანთან დაკავშირებული პრობლემები და სხვადასხვა ძვირადღირებული კრემების გამოყენებით ვცდილობდი მის აღმოფხვრას.

ბოლოს კი, როცა ვერაფერმა მიშველა, ბებოს რეცეპტით დამზადებული კრემი მოვსინჯე. ჩემს გაოცებას სასღვარი არ ჰქონდა, როცა სულ რაღაც ერთ კვირაში თითქმის სრულად მოვიშორე გამონაყარი, ისე რომ მისი კვალიც კი არ დამტყობია კანზე.

ამის შემდეგ უკვე "ვიწამე" ბებოს ჯადოსნური კრემისა და მეც შევუერთდი მისი მადლიერი მომხმარებლების რიცხვს.

2 წლის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რეკომენდაცია გამეწია ბებოს კრემისთვის, მით უფრო რომ საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი მისი ეფექტურობის შესახებ.

ჯერ სამეგობროში და სანაცნობოში დავიწყე რეკომენდაციების გაწევა, ბედნიერი და კმაყოფილი მეგობრების გამოხმაურებებმა და მათი რეკომენდაციით მოსული ახალი მომხმარებლების ნაკადმა მომცა სტიმული ფართო მასებისა და სრულიად საქართელოს წინაშე წარმედგინა ეს მართლაც ჯადოსნური კრემი.

ასე შეიქმნა ბრენდი "ანოას კრემი". დღეს ნამდვილად არ გვაკლია ცნობადობა არც მე და არც "ანოას კრემს". ამასთან ერთად "ანოას კრემით" დაინტერესდა ერთ-ერთი ცნობილი ავსტრიული კოსმეტიკური კომპანია და პარტნიორობაც შემოგვთავაზა.

2019 წლიდან ევროპის ბაზარზეც გამოჩნდება ჩვენი კრემი.

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?