“AnoasCream.ge” გახლავთ ინტერნეტ მაღაზია რომელიც წარმოგიდგენთ ანოას კრემის კოსმეტიკას.

საქართველოს კანონმდებლობა
“AnoasCream.ge”-ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ.

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა
თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. საიტზე რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად ქმნით საკუთარ პროფილს და ირჩევთ პაროლს და ელ.ფოსტას მის სამართავად. ამ ინფორმაციის კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია “AnoasCream.ge”-ის მიერ.

პროდუქციის აღწერილობა
“AnoasCream.ge” მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებს, ფასებს და ინდივიდუალურ პირობებს. ეკრანზე ნაჩვენები ფერები ან პროდუქტი შეიძლება განსხვავდებოდეს პარამეტრისა და ეკრანის მიხედვით ორიგინალური ფერებისგან.

ფასები
საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას.

მიწოდება
“AnoasCream.ge” უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

ტარიფები
საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით: 5 ლარი

გადახდა
თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ვიზა / მასტერქარდ ბარათიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.
გადახდა ხორციელდება უნიფეის დაცული და უსაფრთხო სისტემის საშუალებით.
გადახდა მარტივი, უსაფრთხო და კომფორტულია.

თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის დაბრუნება არ არის შესაძლებელი. პროდუქტის მიწოდების შემდეგ ვეღარ მოვახერხებთ თანხის დაბრუნებას ან პროდუქტის გადაცვლას. მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ მას არ მიუღია შეკვეთილი პროდუქტი.

პროდუქტის ადგილზე მიტანა და მისი დაკარგვის საშიშროება
“AnoasCream.ge” პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე. შეძენილი პროდუქციის დაკარგვის შემთხვევაში (მიუხედავად დაკარგვის მიზეზისა) “AnoasCream.ge” ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში გადახდილი საფასური მომხმარებელს.

შეფასება და კავშირი ჩვენთან
საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი ჩვენი საიტის მომსახურების ან მასზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის შესახებ წერილის სახით. შეფასება არ შეიძლება ატარებდეს სარეკლამო ხასიათს და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. იკრძალება არასწორი ელ.ფოსტის გამოყენება და სხვა ადამიანად ან კომპანიად თავის გასაღება. “AnoasCream.ge” უფლებას იტოვებს წაშალოს ან დაარედაქტიროს, ნებისმიერი შეფასება, თუ არ შეესაბამება მოცემულ სტანდარტებს.

საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.